პირველი რაც აქ ვიგრძენი კლიმატის ცვლილება იყო, გრადუსებში დიდი არაფერი განსხვავება მაგრამ ფილტვები მკაფიოდ გრძნობდნენ სხვა ჰაერს. უკვე მესამედ ვთხოვდი ჩემს პარტნიორს რომ ჩემთვის ხელზე ეჩქმიტა და როგორც წინა ორ შემთხვევაში, ახლაც პულს აჩქრაებული ველოდი რომ კვლავ ჩემს ლოგინში გამეღვიძებოდა, როემლიც სავსე იყო პლაკატებით იმ ხედების, რომლებიც ამ ქალაქში თვალწინ გადამეშალა. მან მიჩქმიტა ხელზე, მე რა თქმა უნდა არ გამღვიძებია, გახრებულმა გავუღიმე და გავაგრძელეთ გზა სასტუმრომდე.
აქ ისეთი ტაქსებია როგორც ფილმებში მქონდა ნანახი, ფილმები კი უამრავი იყო ამ ქალაქის შესახებ და მათი უმეტესი ნაწილი ზეპირად ვიცოდი, შემიძალი ფრაზებიც კი გითხრათ.
ოთახი ამ ქალაქის სტილში აშენებულ ერთ ლამაზ პატარა სასტუმროში ავიღეთ. ჩვენი ფანჯრიდან პატარა ქუჩა ჩანდა რომელიც მარჯვნივ უხვევდა, პირველი რაც ფანჯრიდან გახედვისას ვიგრძენი ამ ქუჩის გაგრძელების ინტერესი იყო.. არ ვიცი რატომ , მაგრამ მეგონა რომ ზუსტად იმ შესახვევში ყვავილების მაღაზია მდებარეობდა რომელსაც ჰყავდა ორი გამყიდველი, ორივე ქალი და ორივე მოხუცი. ჩვენი ამ ქალაქიდან წასვლამდე ერთ-ერთი უთუოდ გარდაცივლებოდა და მის დაკრძალვაზე მხოლოდ ძალიან ახლო წრეს მიიწვევდნენ, ყვავილები კი ნურას უკაცრავად – მის მიერ რამდენიმე თვის წინ დაწერილი ანდერძის მიხედვით დაკრძალვაზე ყვავილები არ უნდა ყოფილიყო…
ჩვენი ოთახი პატარა და ნათელი იყო, ანუ ზუსტად ისეთი, როგორიც ყოველთვის წარმომედგინა სასტუმროს ოთახი რომელსაც ამ ქალაქში ჩამოსულები ავიღებდით. ჩვენი ნივთები ოთახში ქაოტურად იყო მიყრილი და ერთი სული გვქონდა ქუჩაში გავვარდნილიყავით და ჩვენ თვალებს ერთიანად ეშთანთქათ მთელი გარემო..
მართლაც ასე მოხდა, გამოვედით ფართო ქუჩაზე საიდანაც ჩვენი ფანჯრები არ ჩანდა და ფეხით გავუყევით მას ქალაქის ცენტრისკენ, გადავიწყვიტეთ რომ ასე უფრო კარგად შევიგრძნობდით მის სულს, რომელიც საბოლოოდ ჩვენში სამუდამოდ ჩასახელდებოდა.
მივუყვებოდით ქუჩებს და მიუხედავად იმისა რომ მისი უმეტესი ნაწილი ფილმებსა და ფოტოებში არაერთხელ მქონდა ნანახი მაინც სიახლის შეგრძნება მქონდა, თითქოს პირველად ვხედავდი და ეს მართლაც ასე იყო, ქალაქი რომ აღიქვა მას ვიზუალთან ერთად აუცილებლად უნდა ახლდეს მისი ხმაური, სუნი, შეგრძნებები.. ასეთ დროს ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს, მათ ძირითთადად ყურადღებას არ ვაქცევთ და მარტო იმ შემთხვევაში მივაქცევთ თუ ვიღაცა ერთ-ერთ მათგანს გათიშავს და ამით მთლიანობას დაარღვევს.
ქალაქის ის ნაწილი მოვიარეთ რაც 3-4 საათში შევძელით და დანარჩენი შემდეგი დღეებისათვის გადავდეთ რომლებიც თითქოს ერთ ამოსუნთქვაში გამოგვეცალა ხელიდან. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც შევძელით ის იყო რომ ქალაქის სული ვიპოვეთ და ჩვენში ჩავისახლეთ.
იქედან წამოსვლისას ერთადერთი რაზეც გული მწყდებოდა, ყვავილების მაღაზიის გამყიდველი ქალის სიკვდილი იყო, რომლის დაკრძალვამაც, მისი სურვილისამებრ, ყვავილების გარეშე ჩაიარა… 